Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Uncategorized’ Category

რჩევები ახალგაზრდა მეცნიერს – გრიგოლ გეგელია
წყარო: http://youngscientists.tumblr.com/

თქვენი პირველი სამეცნიერო სტატია?

პირველი სტატიაა ‘‘დროის ჟამთააღმწერლები’: ტემპორალური ხედვები ადრინდელი მოდერნის ნაწერებში წარსულის შესახებ’. კვლევის ძირითადი—თუმცა არა ერთადერთი—ობიექტი გახლდათ დროის განსხვავებული შეგრძნებების შესწავლა ადრინდელი მოდერნის ისტორიოგრაფიაში. კვლევის პროცესი უზომოდ საინტერესო აღმოჩნდა; ვიმედოვნებ თავად კვლევაც საინტერესოა. უნდა გამოგიტყდეთ, ამ სტატიისათვის კვლევის და მისი წერის პროცესში ძალიან ბევრი საინტერესო გაკვეთილი ვისწავლე ჩემი თავის, ისევე როგორც ისტორიის შესახებ. ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იყო.

როგორ აირჩიეთ პროფესია/კვლევის მიმართულება?

ბავშვობაში ისტორია მხოლოდ ძალიან ზოგადად მიტაცებდა. ამას სერიოზულ ინტერესს ვერ ვუწოდებ. მე ისტორია მომწონდა, როგორც საინტერესო, იდუმალებით მოცული და დამაინტრიგებელი ამბების ნაკრები. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ისტორიის სახელმძღვანელოები ჩემს ინტერესს ვერ აკმაყოფილებდნენ. ზოგადად, ქართულ საშუალო სკოლაში ისტორია საკმაოდ უინტერესოდ ისწავლებოდა და ამის პირველი და უმთავრესი მიზეზი პირველ რიგში სწორედ ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა ვეძიოთ.

დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს შეიცვალა. იმედს ვიტოვებ, რომ ისტორიის სწავლება კონკრეტული წლებისა და მეფეების სახელების დაზუთხვას გასცდა. მოკლედ, ჩემს ისტორიოგრაფიულ ვნებებს რომანებით უფრო ვიკმაყოფილებდი, ვიდრე ისტორიოგრაფიული წიგნების კითხვით. მაგალითად, ძალიან მიტაცებდა ალექსანდრე დიუმას რომანების კითხვა. სერიოზულად ისტორიით პირველად კოლეჯში სწავლის პერიოდში დავინტერესდი და მას შემდეგ ფრიად დაინტერესებული გახლავართ.

რამდენად მნიშვნელოვანია კარგი აკადემიური მოსწრება იმისათვის, რომ კარგი მეცნიერი გახდე?

ეს რთული შეკითხვაა. როგორია კარგი მეცნიერი? არ ვიცი. რა თქმა უნდა, თუ ე. წ. ‘კარგი აკადემიური მოსწრება’ სამართლიანი და აწყობილი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი და პროდუქტია, მაშინ იგი გარკვეულწილად მაინც ასახავს ადამიანის აკადემიურ პოტენციალს. თუმცა, არ არსებობს არავითარი ‘ოქროს წესი’, გარკვეული უტყუარი მეთოდი, იმისა თუ როგორ უნდა იქცეს ადამიანი კარგ მეცნიერად. ბევრი შესანიშნავი მეცნიერი მაგონდება, რომელთაც უნივერსიტეტში ან საერთოდ არ უვლიათ ან მოხვედრა გაუჭირდათ ან თუნდაც ისეთები, რომელთაც კარგი მოსწრება არ ჰქონიათ.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კარგი მეცნიერი გახდე?

დიდი მოთმინება. ალტერნატივებთან განუწყვეტელი თამაში. ბევრი მუშაობა. მოწინააღმდეგის სიყვარული.

რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს სკოლის პერიოდში პროფესიის სწორად შესარჩევად?

პირველ რიგში, იყოს საკუთარი თავი, მოუსმინოს საკუთარ თავს. იკითხოს და იფიქროს ფართოდ, საკუთარ თავს და რეალობას ბევრი კითხვა დაუსვას. პროფესია (ან, უფრო სწორედ — მოწოდება) თავად გამოჩნდება ჰორიზონტზე.

თქვენი საოცნებო უნივერსიტეტი

ასეთი არასდროს მქონია. მთავარია არა შენობები, მანტიები ან სიგელები, არამედ იდეები, ადამიანები და შენ მათთან მიმართებაში.

რა უნდა გააკეთო საოცნებო უნივერსიტეტში მოსახვედრად?

ნაკლები იოცნებო და მეტი იმუშავო? ალბათ. ზუსტად ვერ გეტყვით.

ერთი ციტატა

‘ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი’ (იოანე 13:34)

ერთი რჩევა

არასდროს შეწყვიტოთ რეალობისათვის კითხვების დასმა.

გრიგოლ გეგელია — ბრისტოლის უნივერსიტეტის ისტორიული დეპარტამენტის ბაკალავრი

Read Full Post »

© გაზეთი “ახალი განათლება,” N39, 15-21 დეკემბერი, 2011

რუბ­რი­კის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუ­მა­რია ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გრი­გოლ გე­გე­ლია.

— გრი­გოლ, ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ და­ვიწყოთ თა­ვი­დან — სას­წავ­ლებ­ლად გაემ­გ­ზავ­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. მი­ამ­ბე, რა­ტომ მი­ი­ღე ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და რო­გორ ჩა­ი­რიცხე ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში?

პირ­ველ რიგ­ში, გმად­ლობთ ინ­ტე­რე­სი­სათ­ვის. დი­ახ, ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მომ­გ­ზავ­რე­ბამ­დე, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის მე­ო­რე გიმ­ნა­ზი­ა­ში (ამ­ჟა­მინ­დე­ლი 195-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა). რო­დის და­იწყო ყვე­ლა­ფე­რი? კარ­გი კითხ­ვაა. ზუს­ტად არ მახ­სოვს.

ინ­გ­ლის­ში სწავ­ლა ჩე­მი უდი­დე­სი ოც­ნე­ბა იყო — ინ­გ­ლი­სი ბავ­შ­ვო­ბი­დან უზო­მოდ მიყ­ვარ­და. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ მა­შინ და­იწყო, რო­დე­საც კერ­ძო გა­რე­მო­ე­ბებ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, უფ­რო რე­ა­ლუ­რად მე­ფიქ­რა ინ­გ­ლის­ში სწავ­ლის შე­სა­ხებ.

ამის შემ­დეგ, თით­ქ­მის მთე­ლი წე­ლი გა­ვა­ტა­რე კო­ლე­ჯე­ბის პრო­ფი­ლე­ბის შეს­წავ­ლა­ში: ვსტუმ­რობ­დი ათას­გ­ვარ ვებ­გ­ვერდს, რე­ი­ტინ­გებს და ა.შ. სა­ბო­ლო­ოდ, 2006 წელს, ლონ­დო­ნის ათამ­დე კო­ლეჯ­ში გა­ვი­ა­რე ინ­ტერ­ვიუ. ათი­ვემ მი­მი­ღო, თუმ­ცა აქე­დან ათი­ვე უფა­სო კო­ლე­ჯი იყო, ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩომ კი მკა­ფი­ოდ გან­მი­მარ­ტა, რომ არა­ევ­რო­კავ­ში­რელ სტუ­დენ­ტ­ზე სტუ­დენ­ტურ ვი­ზას მხო­ლოდ მა­შინ გას­ცემ­და, თუ სტუ­დენ­ტი სწავ­ლის გარ­კ­ვე­ულ სა­ფა­სურს იხ­დის. სა­ბო­ლო­ოდ, შე­და­რე­ბით იაფი­ან კო­ლეჯ­ზე შე­ვა­ჩე­რე ყუ­რადღე­ბა და იქ მო­ვეწყ­ვე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­ლეჯ­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­სა­უბ­რე­ბი­სა და ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად მოვ­ხ­ვ­დი. გა­სა­ხა­რია, რომ ქარ­თუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის შე­ფა­სე­ბას ბრი­ტა­ნუ­ლი კო­ლე­ჯე­ბი აღი­ა­რე­ბენ.

უნი­ვერ­სი­ტეტს რაც შე­ე­ხე­ბა, ბრი­ტა­ნეთ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო აპ­ლი­კა­ცი­ის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ სწორ­ხა­ზო­ვა­ნი და მოქ­ნი­ლია. აპ­ლი­კა­ცია ხდე­ბა UCAS-ის მეშ­ვე­ო­ბით (უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და კო­ლე­ჯე­ბის მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მა). სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო აპ­ლი­კან­ტის მი­ღე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის, რამ­დე­ნი­მე და­ხა­სი­ა­თე­ბი­სა და კო­ლე­ჯის ნიშ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა. რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კან­დი­დატს გა­სა­უბ­რე­ბაც და­უ­ნიშ­ნოს, თუმ­ცა, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ასე არ ყო­ფი­ლა. ჩვე­უ­ლებ­რივ, ტო­პო­ცე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სტუ­დენ­ტი­სა­გან, მი­ნი­მუმ, ორ A და ერთ B ქუ­ლას (AAB) ელი­ან, თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი სტა­ტი­კუ­რი „კა­ნო­ნი“ არ არ­სე­ბობს — გა­აჩ­ნია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ას, უნი­ვერ­სი­ტეტს და კურსს, ანუ ქუ­ლა შე­ფა­სე­ბის არა ერ­თა­დერ­თი, არა­მედ ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რია.

— მი­ამ­ბე ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია.

ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, თი­თო ად­გილ­ზე აპ­ლი­კან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი — ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტიც. ზო­გა­დად, ბრი­ტა­ნეთ­ში არ­სე­ბობს ე.წ. „რა­სე­ლის ჯგუ­ფი“, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ამე­რი­კის აივი ლი­გის ბრი­ტა­ნუ­ლი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია და ოც წამ­ყ­ვან (და შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ) კვლე­ვით უნი­ვერ­სი­ტეტს აერ­თი­ა­ნებს. ბრის­ტო­ლი ამ ჯგუ­ფის ერთ-ერ­თი და­მა­არ­სე­ბე­ლი წევ­რი გახ­ლავთ.

ბრის­ტო­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რია, თით­ქ­მის ყო­ველ წელს შე­დის ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ტოპ­ათე­ულ­ში, მსოფ­ლი­ო­ში კი თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის მი­ე­კუთ­ვე­ნე­ბა ტო­პორ­მოც­და­ა­თე­ულს. თუმ­ცა, პი­რა­დად მე რე­ი­ტინ­გებს, რი­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ყუ­რადღე­ბას არ ვაქ­ცევ. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ რე­ი­ტინ­გე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რია და ამა თუ იმ ნიშ­ნით ყო­ველ­თ­ვის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ჩე­მი აზ­რით, ნე­ბის­მი­ერ რე­ი­ტინ­გ­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რო­გორ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­ცე­მუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­სა და მო­ლო­დინს. მა­გა­ლი­თად, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბრის­ტო­ლის ის­ტო­რი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი (ოქ­ს­ფორ­დ­თან და კემ­ბ­რიჯ­თან ერ­თად) ყვე­ლა­ზე კარ­გი ის­ტო­რი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი იყო, სა­დაც კი შე­იძ­ლე­ბო­და მოვ­ხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი იმი­ტომ, რომ ჩვენს დე­პარ­ტა­მენტს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის სკო­ლა აქვს, მე კი სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვიკ­ვ­ლევ და ვინ­ტე­რეს­დე­ბი.

ბრის­ტო­ლის ის­ტო­რი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­მე­ფო სი­გე­ლი 1909 წელს მი­ი­ღო. 2009 წელს 100 წლის იუბი­ლე სა­ზე­ი­მოდ აღი­ნიშ­ნა რი­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, მათ შო­რის გა­მო­ჩე­ნი­ლი ექს-ბრის­ტო­ლე­ლე­ბის ლექ­ცი­ა­თა ციკ­ლით. ასე­თი კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რია. ბრის­ტო­ლი, სა­ერ­თო ჯამ­ში, 11 ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­მელ­თა­გან ზო­გი აქ თა­ვად სწავ­ლობ­და, ზო­გი კი — ას­წავ­ლი­და. ბრის­ტოლ­ში სხვა­დას­ხ­ვა დროს სწავ­ლობ­დ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ბრი­ტა­ნუ­ლი დრა­მის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­გუ­რე­ბი: ჰა­როლდ პინ­ტე­რი, სა­რა კე­ი­ნი, მარკ რა­ვენ­ჰი­ლი, დე­ი­ვიდ გრე­გი, ისე­ვე რო­გორც ფრან­გი რო­მა­ნის­ტი და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში — ჟან მა­რი გუს­ტავ ლე კლე­ზიო, რო­მა­ნის­ტი დე­ი­ვიდ მი­ჩე­ლი და სხვა­ნი. პოლ დი­რა­კი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ფი­ზი­კა­ში, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კის და­სა­ბა­მი გა­ნა­პი­რო­ბა, ფი­ზი­კას ბრის­ტოლ­ში ეუფ­ლე­ბო­და, მსგავ­სად სერ უილი­ამ რამ­ზი­სა, რო­მელ­მაც 1904 წელს მი­ი­ღო ნო­ბე­ლის პრე­მია ქი­მი­ა­ში. ექს-ბრის­ტო­ლე­ლე­ბი საკ­მაო წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შიც; ამ სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ორს გა­მოვ­ყოფ­დი: ბი­ბი­სის რი­გით მე­ო­რე პო­ლი­ტი­კურ რე­დაქ­ტორს — ჯე­იმზ ლან­დე­ილს და The Daily Telegraph-ის რე­დაქ­ტორს — უილი­ამ ლუ­ისს. ბრის­ტოლ­ში სწავ­ლობ­და მო­ნა­კოს პრინ­ცი, ალ­ბერ მე­ო­რე. ბრის­ტოლ­ში, ასე­ვე, სწავ­ლობ­და ბრი­ტა­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის — MI5-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი ჯო­ნა­თან ევან­სი. რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც უნ­და ჟღერ­დეს, რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბით ად­რე, ასე­ვე ბრის­ტოლ­ში სწავ­ლობ­და ცნო­ბი­ლი ფი­ზი­კო­სი კლა­უს ფუქ­სი, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­სათ­ვის ჯა­შუ­შობ­და.

— უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

მე გახ­ლა­ვართ ხე­ლოვ­ნე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ის­ტო­რი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის სტუ­დენ­ტი. ის­ტო­რი­ის კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, ვსწავ­ლობ სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დი­სა და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, თუმ­ცა, ჩე­მი ინ­ტე­რე­სის უმ­თავ­რეს სფე­როს წარ­მო­ად­გენს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­სა და ად­რინ­დე­ლი მო­დერ­ნის (მე­თოთხ­მე­ტე-მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ე­ბი) ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ის­ტო­რია, ანუ — იდე­ე­ბის ის­ტო­რია, ისე­ვე რო­გორც ად­რინ­დე­ლი მო­დერ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი და თე­ო­ლო­გი­უ­რი ის­ტო­რი­ის რი­გი ას­პექ­ტე­ბი.

ის­ტო­რია დრო­ში ხე­ტი­ა­ლია — უბ­რა­ლოდ სა­ო­ცა­რია, რას არ წა­აწყ­დე­ბი ქრო­ნო­სის ხაზ­ზე: ბე­ბერ ბერს, იდუ­მალ მკვლე­ლო­ბას, მო­ხე­ტი­ა­ლე ებ­რა­ელს, ერე­ტი­კოსს, ერო­ტი­კას, „მფრი­ნავ ჰო­ლან­დი­ელს“, მით­სა და სი­ნამ­დ­ვი­ლეს, სიზ­მარ­სა და რე­ა­ლო­ბას, დრა­მას, დროს… რაც მთა­ვა­რია, დროს. დი­ახ, ის­ტო­რი­კო­სე­ბი მო­ხე­ტი­ა­ლე­ე­ბი ვართ. აი, ფა­რა­ჯა­ნო­ვის „აშიქ ქე­რიბ­ში“ ან ფა­მუ­ქის რო­მე­ლი­მე რო­მან­ში რომ პო­ეტ-მუ­სი­კოს-მო­ხე­ტი­ა­ლეა, და­ახ­ლო­ე­ბით ასე ვართ. სამ­წუ­ხა­როდ, ოდ­ნავ უფ­რო მეც­ნი­ე­რუ­ლე­ბი და სის­ტე­მა­ტურ­ნი. ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია დროს­თან თა­მა­შია და მე ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.

— ზო­გა­დად, რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო ბრის­ტო­ლის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე (ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვა), სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. (რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი?), რამ­დენ­წ­ლი­ა­ნია სწავ­ლა? რო­მელ კურ­ს­ზე ხარ?

მსგავ­სად სხვა ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა, ბრის­ტოლ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კურ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სამ­წ­ლი­ა­ნია, ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის კურ­სე­ბი­სა კი — ოთხ­წ­ლი­ა­ნი. სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი დე­პარ­ტა­მენ­ტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, შე­მიძ­ლია გითხ­რათ ის­ტო­რი­ის პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ლექ­ცი­ე­ბის კურ­ს­თან ერ­თად, სტუ­დენტს ყო­ველ­თ­ვის უტარ­დე­ბა 50-წუ­თი­ა­ნი სე­მი­ნა­რე­ბის ციკ­ლი (კვი­რა­ში ორი ან სა­მი), რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს დე­ტა­ლურ დის­კუ­სი­ას 10-15-კა­ცი­ან ჯგუფ­ში, წი­ნას­წარ მო­ცე­მულ თე­მა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სტუ­დენ­ტ­მა საკ­მა­ოდ ფარ­თო რან­გის ლი­ტე­რა­ტუ­რა — პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რა­დი წყა­რო­ე­ბი — უნ­და წა­ი­კითხოს.

სტუმ­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, ბრის­ტოლს ხში­რად სტუმ­რო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი და მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან, ისე­ვე რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან. მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წი­ნა წლის სტუმ­რებს შო­რის იყ­ვ­ნენ: თე­ო­ლო­გი­ის ოქ­ს­ფორ­დე­ლი პრო­ფე­სო­რი და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ — დი­არ­მედ მაკ­კა­ლო­ხი და პრო­ფე­სო­რი მი­რი რუ­ბი­ნი, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­კო­სი.

გა­სულ წელს, ბრის­ტოლ­ში, ახა­ლი და ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ტრა­დი­ცია დამ­კ­ვიდ­რ­და — „ბრის­ტო­ლის სა­უ­კე­თე­სო­ნი“ — ლექ­ცი­ა­თა კურ­სი, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი კითხუ­ლო­ბენ. ამ კურ­სის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მე გახ­ლა­ვართ. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ძე­ბა იყო, რაც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ. ამ­გ­ვა­რად, ახ­ლა ბრის­ტო­ლელ ფი­ზი­კოსს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბრის­ტო­ლის თე­ო­ლო­გი­ის ან ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი მე­დი­ცი­ნის პრო­ფე­სორს უს­მი­ნოს, ის­ტო­რი­კოსს კი შე­უძ­ლია, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ინ­ჟი­ნე­რი­ის დოქ­ტო­რის ან სუ­ლაც დრა­მა­ტურ­გის მი­ერ წა­კითხულ ლექ­ცი­ას და­ეს­წ­როს, რაც სხვა მხრივ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ლექ­ცი­ა­ზე დაშ­ვე­ბის საკ­მა­ოდ მკაც­რი სის­ტე­მის გა­მო.

— გრი­გოლ, რო­გო­რი ქა­ლა­ქია ბრის­ტო­ლი, რო­გორ ერ­თო­ბა ახალ­გაზ­რ­დო­ბა?

ბრის­ტო­ლი დი­დი ქა­ლა­ქია (ერთ-ერ­თი ბრი­ტა­ნუ­ლი City), რო­მე­ლიც და­ხუნ­ძ­ლუ­ლია კლუ­ბე­ბით, პა­ბე­ბით და კა­ფე-ბა­რე­ბით, რაც მშვე­ნი­ე­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი ჩე­მი სი­სუს­ტე არ გახ­ლავთ. აი, კა­ფე-ბა­რებ­სა და პა­ბებ­ში კი ხში­რად მომ­კ­რავს ადა­მი­ა­ნი თვალს.

— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? სპორ­ტით თუ ხარ დაკ­ვე­ბუ­ლი?

დი­ახ, ვცდი­ლობ, დავ­კავ­დე სპორ­ტით, ხან გა­მომ­დის, ხან — არა. რო­ცა საკ­მა­რი­სი დრო და გან­წყო­ბა მაქვს, ვცუ­რავ. თა­ვი­სუ­ფალ დროს, უმე­ტეს­წი­ლად, ან მე­გობ­რებ­თან ვა­ტა­რებ, ან ინ­ტერ­ნეტ­ში „თა­რეშს“ ვუთ­მობ.

— ეწყო­ბა თუ არა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რე­ბი, რო­მელ ქვეყ­ნებ­ში გი­წევთ წას­ვ­ლა და რას აკე­თებთ იქ?

ეს კონ­კ­რე­ტულ დე­პარ­ტა­მენ­ტ­ზე და დარ­გ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, გე­ოგ­რა­ფე­ბი ან თუნ­დაც არ­ქე­ო­ლო­გე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო აქ­ტი­უ­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ვიდ­რე ქი­მი­კო­სე­ბი (რო­მელ­ნიც არას­დ­როს მოგ­ზა­უ­რო­ბენ). ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად აწყობს ტურ­ნე­ებს ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში, მა­გა­ლი­თად, ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ეწყო ტურ­ნე­ე­ბი პა­რიზ­სა და ამ­ს­ტერ­დამ­ში. მე, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერ­თ­ში არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქ­ცია წი­ნა­ღო­ბე­ბის შექ­მ­ნაა. თუმ­ცა, იმედს ვი­ტო­ვებ, წელს მა­ინც შევ­ძ­ლებ რო­მე­ლი­მე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? ხომ არ აპი­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლას?

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, სად ვა­პი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია, ვა­კე­თებ­დე საყ­ვა­რელ, სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს. ამის გა­კე­თე­ბა კი, იმე­დი მაქვს, მეტ­ნაკ­ლე­ბად ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა.

— სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

სტუ­დენ­ტუ­რი ვი­ზით მყოფ პი­როვ­ნე­ბას კვი­რა­ში მხო­ლოდ ოცი სა­ა­თი მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს. თუმ­ცა, ეს საკ­მა­რის­ზე მე­ტია, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრი­ტა­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო უწყე­ბე­ბის მი­ერ, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მხო­ლოდ 14 სა­ა­თი მუ­შა­ო­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

— გრი­გოლ, facebook-ში შენს კე­დელ­ზე ასე­თი ფრა­ზა ამო­ვი­კითხე: „ავად ვარ. რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, შე­მიძ­ლია მთე­ლი დღე ვი­კითხო“:) ვი­ცი, რომ ბევრს კითხუ­ლობ, რო­მე­ლია შე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რი და საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი?

რთუ­ლი შე­კითხ­ვაა. თუ დრო მყოფ­ნის, ვკითხუ­ლობ ყვე­ლა­ფერს, რაც ოდ­ნავ მა­ინც მა­ინ­ტე­რე­სებს. ად­რე რა­ტომ­ღაც მი­მაჩ­ნ­და, რომ „უნ­და“ მე­კითხა ესა და ეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ — ისა და ის. ახ­ლა მგო­ნია, ვცდე­ბო­დი. ყვე­ლა­ზე კარ­გი თა­ვი­სუ­ფა­ლი კითხ­ვა: ბევ­რი ავ­ტო­რი, ბევ­რი ჟან­რი, ის­ტო­რი­ე­ბი ავ­ტო­რე­ბი­სა და ტექ­ს­ტე­ბის შე­სა­ხებ (რომ­ლე­ბიც არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა თა­ვად ადა­მი­ა­ნებ­სა და ტექ­ს­ტებს), თე­ო­რია… ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას კი, მა­ინც პა­რა­ლე­ლებ­ში ვი­ჭერ, პა­რა­ლე­ლებ­ში ტექ­ს­ტებს, იდე­ებს და ავ­ტო­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე ჩემს გო­ნე­ბა­ში პე­რი­ო­დე­ბად, ჟან­რე­ბად, ოჯა­ხე­ბად იყო­ფა. ეს „პა­რა­ლე­ლო­ბა­ნა“ ნარ­კო­ტი­კუ­ლად მძლავ­რი სურ­ვი­ლია — ძა­ლი­ან რთუ­ლია თა­ვის და­ნე­ბე­ბა. საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი მგო­ნია. ყვე­ლა მწე­რალ­თან სხვა­დას­ხ­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად მიყ­ვარს.

— ცო­ტა ფილ­მ­ზეც ვი­სა­უბ­როთ, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ ფილ­მის — „ჩვენ გვყავს პა­პი“ რე­ვიუ და­გე­წე­რა? ფილ­მი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მელ­ვი­ლი ჩემ­თ­ვის ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლას რო­დი შე­უძ­ლია აღი­ა­როს თა­ვი­სი სი­სუს­ტე და უარი თქვას დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რ­ძ­ნო­ბა, გე­თან­ხ­მე­ბი: „გან­კა­ცე­ბუ­ლი პა­პი უპ­რე­ცე­დენ­ტოა — გა­პა­პე­ბუ­ლი კა­ცი მრა­ვა­ლი ყო­ფი­ლა“. მარ­თ­ლაც კარ­გი იქ­ნე­ბო­და, „გა­პა­პე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი“ ფე­ხით რომ და­დი­ოდ­ნენ ქუ­ჩა­ში…

მო­რე­ტის „ჩვენ გვყავს პა­პი“ უზო­მოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფილ­მია. არც მე­ტი და არც ნაკ­ლე­ბი, ფილ­მი თა­ვად რო­მის პა­პის პერ­სო­ნის დე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ას ახ­დენს. პაპს ეში­ნია, გარ­ბის. ნუ­თუ ესეც შე­საძ­ლე­ბე­ლია? — გვიჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა. დი­ახ, რო­გორც ჩანს, ასეა. მარ­ტი­ვი საქ­მე რო­დია, კარ­გად ცნო­ბი­ლის და აზ­როვ­ნე­ბა­ში გამ­ჯ­და­რის დე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია — მო­რე­ტი კი ამას საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ახერ­ხებს.

სწო­რედ ამ­გ­ვა­რი დე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ვხე­დავ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მი­თია, რე­ა­ლუ­რი კი — ძა­ლი­ან ცო­ტა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რე­ტის­ნა­ი­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი აკ­ლია — ხალ­ხი, ვინც სტე­რე­ო­ტი­პე­ბის, მი­თე­ბი­სა და წარ­სუ­ლის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი და იდე­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ხედ­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­ი­ლაშ­ქ­რებს. ეს დე­ფი­ცი­ტი არა მხო­ლოდ კი­ნო­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, არა­მედ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და სრუ­ლი­ად სა­ჯა­რო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლიზ­მ­შიც იგ­რ­ძ­ნო­ბა.

ვფიქ­რობ, ჩვე­ნი აწ­მ­ყო მო­დე­ლი­რე­ბულ ფუნ­და­მენ­ტ­ზე დგას, რაც ძა­ლი­ან სა­ში­შია, ისე­ვე რო­გორც წარ­სუ­ლის (და არა მარ­ტო წარ­სუ­ლის) მო­დე­ლი­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მცდე­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, საბ­ჭო­თა სიმ­ბო­ლო­ებ­თან ბრძო­ლის ნაც­ვ­ლად, მე­ტი ყუ­რადღე­ბა დაგ­ვეთ­მო ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, წარ­სუ­ლის შე­ლა­მა­ზე­ბის ნაც­ვ­ლად კი, დრო­უ­ლად გაგ­ვე­აზ­რე­ბი­ნა მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა. სწო­რედ მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტია წარ­სუ­ლის ჩვენ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხედ­ვა. ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია დღემ­დე უგე­მოვ­ნო­დაა გა­ძეძ­გი­ლი წმინ­და­ნე­ბით და უწ­მინ­დუ­რე­ბით, ან­ტა­გო­ნის­ტე­ბი­თა და პრო­ტა­გო­ნის­ტე­ბით, რაც ყო­ველ­გ­ვარ მეც­ნი­ე­რულ ანა­ლიზს მოკ­ლე­ბუ­ლი და პრი­მი­ტი­უ­ლია.

ვფიქ­რობ, ეს სას­წ­რა­ფოდ უნ­და შე­იც­ვა­ლოს. ამა­ში კი, დი­დი რო­ლი ქარ­თულ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ უნ­და ითა­მა­შოს, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, დღემ­დე ვერ ახერ­ხებს მოს­წავ­ლე­ში საკ­მა­რი­სად კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მოს­წავ­ლე გა­ი­აზ­რებს, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ჯერ მე­ფე იყო და შემ­დეგ — წმინ­და­ნი, რომ „ვეფხის­ტყა­ო­სანი“ არა საკ­რა­ლუ­რი, არა­მედ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტია, რომ „ყუ­რა­ნის“ წა­კითხ­ვა ისე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც „ბიბ­ლი­ის“. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­მარ­თ­ლებს გან­გე­ბის მი­ერ მის­თ­ვის მი­ნი­ჭე­ბულ სა­თა­ურს და მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ი­დან რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ად იქ­ცე­ვა.

დრო არ იც­დის. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზედ­მე­ტად ბევ­რი მი­თი თა­ნა­არ­სე­ბობს. აუცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია მა­თი სწავ­ლი­სა და კრი­ტი­კი­სათ­ვის შე­ფარ­დე­ბა, თუ, რა­ღა თქმა უნ­და, არ გვსურს, რომ ის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი და ხავ­ს­მო­დე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ნი ერ­თად ვდგა­ვართ, ჩა­ინ­გ­რეს და ჩვენც თან ჩაგ­ვი­ყო­ლოს.

— სა­მო­მავ­ლოდ, რას უნ­და ვე­ლო­დოთ შე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან?
არა­ფერს. და ყვე­ლა­ფერს.

ესაუბრა
მაკა ყიფიანი

Read Full Post »

ნანი მორეტის ბოლო ფილმი – „Habemus Papam” (2011), წინააღმდეგობებითაა სავსე. პირველი წინააღმდეგობა დასაბამიდან არსებობს, ანუ იმ დროიდან სანამ პროჟექტორი ჰქმნიდა ნათელს, ხოლო მორეტი იტყოდა „აციონე,“ – პირველი წინააღმდეგობა თავად ფილმის სათაურია. ფილმის სათაური მტკიცებულებაა – „ჩვენ გვყავს პაპი,“ თავად ფილმი კი სავსებით საპირისპიროს გვეკითხება – გვყავს კი ჩვენ პაპი? კითხვის ნიშანი საკმაოდ დიდია. იმდენად დიდი, რომ თავისუფლად შეიძლება მისი სამოციქულო სასახლის აივნიდან გადმოფენა – იგი წმ. პეტრეს მოედანს აუცილებლად მიაღწევს.

აღწევს კიდეც. გაურკვევლობა ძალიან მალე ხდება მთავარი თანმდევი სენტიმენტი. ეს არის გაურკვევლობა, რომელიც წითელში და ვარდისფერში გამოწყობილ კარდინალებს, მოედანზე მომლოდინე მრავალ პილიგრიმს და რომის ერთ-ერთ ავტობუსზე მელანქოლიური სახით ჩამომჯდარ, სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილ პონტიფიკოსს აერთიანებთ.

sede-vacante-ს პერიოდში მყოფი ვატიკანი დუმს. პაპი გარდაცვლილია. ტიპიური ვატიკანური ზედხედების და მასათა ჟივილ-ხივილის, ან თუნდაც ზომაზე მეტი გრიგორიანული ჰიმნების და მისტიკური ქანდაკებების ჩვენების ნაცვლად, მორეტისთან ყველაფერი სადაა. და საკმაოდ ჩუმი. ვატიკანი რეალურია და მწუხარე. სიტუაციას მხოლოდ ახალი პონტიფიკატი თუ უწამლებს, რომელიც მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც კონკლავი ახალ რომის პაპს აირჩევს, ხოლო იგი სამოციქულო სასახლის აივნიდან მილიარდ კათოლიკეს დალოცავს – პირველი Urbi et Orbi. თავდაპირველად, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა. კარდინალთა კოლეგია იკრიბება. მრავალჯერ ისმის მელვილი: მელვილი, მელვილი, კიდევ მელვილი – კარდინალი მელვილი პაპი ხდება. პაპი, რომელიც აივნისაკენ გაემართება, მაშინ როდესაც მსოფლიო გარინდულია, კარდინალები კი ფანჯრებიდან გამოფენილან. შემდეგ პაპი წამით სკამზე ჯდება, წმინდა პეტრეს მოედანზე ისმის ნანატრი Habemus papam, და…

რა ხდება მაშინ, როდესაც ვატიკანიდან პაპი გარბის?

გარბის ერთისმხრივ მილიარდი ქრისტიანის მამა, მეორესმხირვ კი ერთი უსუსური კაცი. განკაცებული პაპი უპრეცედენტოა – გაპაპებული კაცი მრავალი ყოფილა. ესაა ისტორია პაპისა, რომელიც განკაცდა და რომის საცხობში ღვეზელი მიირთვა. შემდეგ ავტობუსით იმგზავრა, პონტიფიკატის დასაწყისი უბრალო მსახიობების კომპანიაში გაატარა, ჩეხოვის ხაზებიც გაიხსენა და რამდენიმე ქუჩის მუსიკოსთან გაჩერებულმა, ნეტარი სახით მოისმინა უბრალო ჰანგები.

მიშელ პიკოლი რომის პაპის როლში

მორეტის პაპი, სხვანაირი პაპია – იგი უბრალო ადამიანია. მორეტის ჩანაფიქრი ბრწყინვალეა, პაპის პერსონის დეკონსტრუქცია – ეფექტურად შესრულებული. რეჟისორი ჩანასახშივე ანადგურებს ნებისმიერ კონვენციონალურ მოლოდინს. ფილმი არც ანარქისტული სულისკვეთებით გამოირჩევა, არც ათეიზმს ქადაგებს და საერთოდ – არაფერს ქადაგებს. მისი მიზანი არსებულის და უკვე ცნობილის დეკონსტრუქცია უფროა, ვიდრე კარდინალური ცვლილებისაკენ მოწოდება. აქ წარსული აწმყოს ეჯახება, ხოლო პრეცედენტული აზროვნება – უცნაურ რეალობას, რომელიც პრეცედენტებისგან განთავისუფლებას გადარჩენისათვის აუცილებელ პირობად აქცევს. „ჩვენ არ ვიცით რა ვქნათ. ვერავინ წარმოიდგენდა რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო,“ ამბობს ერთ-ერთი დაბნეული კარდინალი. დიახ, ვატიკანმა არ იცის რა ქნას – წარსულში პაპი არასდროს გაქცეულა.

წარსულში სავარაუდოდ კიდევ ბევრი რამ არ მომხდარა. იმ ალტერნატიულ რეალობაში კი, რომელსაც მორეტი გვთავაზობს ეს ბევრი რამ (და კიდევ უფრო მეტი) ხდება. ამ ვატიკანში კარდინალები ფრენბურთს თამაშობენ, აღტკინებული მონაზვნები კი მათი გულშემატკივრები არიან. კარდინალებიც ადამიანები არიან, ბოლოს და ბოლოს. ზოგიერთი მათგანი ვატიკანში ჯდომასა და პაპის ლოდინს, ფუნთუშის საყიდლად გაპარვას ამჯობინებს, მაშინ როდესაც სხვანი კარტის თამაშით იქცევენ თავს.

მორეტის ვატიკანი ის ვატიკანია, რომელშიც ჩვეულებრივი ყველაფერია, უნაკლო კი არაფერი: კონკლავის მსვლელობისას წყდება ელ-ენერგიის მიწოდება (უშუქობისას, გაურკვეველი მიმართულებით მიმავალი ერთ-ერთი კარდინალი მიწაზე მოადენს ზღართანს!), კარდინალების მგალობელ პროცესიას კი გაურკვეველი მიზეზის გამო რამდენიმე წამით აჩერებენ. სასაცილო და ჩვენთვის მოულოდნელი ამ ფილმში ბევრია, მათ მიღმა კი სიმართლე იმალება – სიმართლე ადამიანობის შესახებ. დიახ, ისინიც კი, ვისაც მილიარდობით ადამიანი აღმერთებს (და ხშირად – გააღმერთებს), უბრალო ადამიანები არიან. მორეტი ამ რეალურობას იმდენად ეფექტურად გვაგრძნობინებს, რომ რთულია ეს სრულად შეიგრძნო და შეძლო არ წარმოიდგინო დეფეკაციის პროცესში ტუალეტზე მჯდომი კარდინალის იმიჯი (მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი კადრი ფილმში არ გვხვდება).

მორეტი ჩვენს აზროვნებაში პაპისა და ვატიკანის შესახებ არსებულ სტერეოტიპებს ფუნდამენტს აცლის. მანამ, სანამ რომის ეპისკოპოსი ქალაქის ქუჩებში დადის, პაპის აპარტამენტებში შვეიცარიული გვარდიის ერთ-ერთი ოფიცერი სუფევს, კარდინალები კი ფრენბურთს თამაშობენ. ერთგვარი ვატიკანური ტერმინაციის ზენიტში, როდესაც კუთვნილი, ტრადიციული ფუნქცია თითქოს ყველამ დაკარგა, თავად რეჟისორი ხდება პაპი. მორეტი პაპის დასახმარებლად მიწვეული ფსიქოლოგის როლს თამაშობს, რეალურად კი, იმდენად რამდენადაც მისი დახმარების ობიექტი მისგან საკმაოდ შორს იმყოფება, მორეტი ვატიკანის ემოციური მამა ხდება. იგი კარდინალებს ბავშვებივით უვლის, მათ განტვირთვაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ფილმის ორივე მორეტი ფსიქოლოგია: ფილმის რეჟისორიც და ფილმის სივრცეში არსებულიც. რეჟისორი მორეტი პაპის ლიბერაციას გადაწყვეტს, ფილმს შიგნით არსებული მორეტი კი – კარდინლებისას. მართლაც, შეუძლებლად წარმომიდგენია შეხედო ფრენბურთის თამაშის ჩინებულ კადრებს და ვერ შეიგრძნო თავისუფლება, ვატიკანის გაყინულ ჰაერში (გნებავთ, მორეტის შენელებულ კადრებში) არსებული თავისუფლება. კარდინლების ლიბერაცია და პაპი საცხობში.

განთავისუფლებული (ან, სულ მცირე, ლიბერაციის გზაზე მდგომი) პონტიფიკოსი, რომის ქუჩებში სიარულისას საკუთარ წარსულს შეხვდება. და ებრძვის. ან იქნებ არა? ამ ფილმში ფსიქოანალიტიკა ერთგვარ მარცხს განიცდის. მიწვეული ფსიქოლოგი (მორეტი) ბოლომდე ვერ ხსნის კვანძს (ერთისმხრივ, ამის საშუალებას მას თავად ტრადიციაში ადღვებილი ვატიკანური კონტექსტი არ აძლევს), მეორე ფსიქოლოგი კი წმინდა მამას მისთვის ჩვეული, ტრადიციული ფრაზით გაისტუმრებს: „თქვენ მშობლების დეფიციტი გაქვთ.“ პონტიფიკოსი კი საბოლოოდ მაინც იქ აღმოჩნდება, სადაც მას ბავშვობიდანვე სურდა ყოფნა. მაგრამ არ ყოფილა. მას სწორედ იქ იპოვიან…

…ფილმის ყურების შემდეგ სახლიდან გავედი. პარკში გავიარე. გზად ბევრი ხანშიშესული მამაკაცი შემომხვდა – პიკოლი თავისუფლად შეიძლებოდა რიგითი ხანშიშესული ბრიტანელი მამაკაცი ყოფილიყო, ერთერთი მათგანი. უცნაური გრძნობა დამეუფლა. უცებ წარმოვიდგინე რამდენი გაქცეული პაპი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს გარშემო, რამდენი განკაცებული პაპი. წარმოვიდგინე მათი ღელვა, მათი განცდები, ვფიქრობდი თუ რა კარგი იქნებოდა რომის პაპს ყოველდღე რომ ფეხით ევლო ქუჩაში და მერე გამახსენდა, რომ მე დასავლეთ ევროპულ რეალობაში ვარსებობდი, იქ სადაც ყველაფერს მოსაწყენი ფუნქცია გააჩნია და სახელი ჰქვია, პაპი კი მხოლოდ ნანი მორეტიმ განაკაცა. იქ, იმ ვატიკანში….

…პაპს, რომელიც არ გვყავს. პაპი გაიქცა.

Quo Vadis, Papa?

ლონდონი, 2011

Read Full Post »

© “ბიბლიოთეკა” – რადიო თავისუფლება. ავტორი: მალხაზ ხარბედია. 21.08.2011
ტექსტის მისამართი: http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24303244.html
აუდიო ვერსია: http://www.radiotavisupleba.ge/audio/audio/322901.html

მარშალ მაკლუენის დაბადების 100 წლისთავი

ივლისის ბოლოს 100 წელი შესრულდა ცნობილი კანადელი განმანათლებლის, ფილოსოფოსისა და კრიტიკოსის, მარშალ მაკლუენის დაბადებიდან.

მარშალ მაკლუენი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, წინააღმდეგობრივი და ბევრისთვის დამაბნეველი ფიგურა იყო, დამაბნეველი ძირითადად გონებაშეზღუდული აკადემისტებისთვის. მათ, ვისაც ყველაფრის მოწესრიგება და ადგილის მიჩენა უყვარს, მაკლუენი სიცოცხლეს უმწარებდა თავისი თუ თავისად გასაღებული იდეებით, ინტელექტუალური კლოუნადით, რომელიც მისი ცხოვრების წესად იქცა. ამის გამო აკადემიური წრეები მას ხშირად სერიოზულად არ აღიქვამდნენ, პოპულარული პრესა კი მაკლუენს ექსცენტრულ ინტელექტუალს უწოდებდა. ეს ადრე იყო, დღეს კი მაკლუენს, ვინც ათეულობით წლით ადრე იწინასწარმეტყველა გლობალური ქსელი და მასთან დაკავშირებული ამბები, ზოგი წინასწარმეტყველსაც უწოდებს. ჩემი სტუმარი, ბრისტოლის უნივერსიტეტის სტუდენტი გრიგოლ გეგელიაც მიიჩნევს, რომ მაკლუენი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, ინტერნეტის ზეობის ეპოქაში, უფრო აქტუალური ჩანს:

“ფართო გაგებით, მან იწინასწარმეტყველა გლობალური ეპოქის დადგომა, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ტერმინი – ‘გლობალური სოფელიც’ ხომ სწორედ მან შექმნა. ‘გლობალური სოფელი ერთდროულად არის პლანეტასავით ფართო და პატარა ქალაქივით პატარა’, ამბობდა იგი, ‘სადაც ყველა მავნებლურადაა დაკავებული სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფით’. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფრაზასთან მიმართებაში გაგახსენდებათ ბოლოდროინდელი სიახლეები… კერძოდ, ვიკილიქსი ან, თუნდაც, ბრიტანეთში News International-ის ჟურნალისტების მიერ ტელეფონების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალი, უკვე ცნობილი, როგორც მერდოკ-გეიტი”.

მარშალ მაკლუენმა თავისი პირველი სტატია 19 წლისამ გამოაქვეყნა სტუდენტურ გაზეთში, 26 წლისა კათოლიკედ მოინათლა, 30 წლისამ კი, 1951 წელს, თავისი პირველი გახმაურებული წიგნი, “მექანიკური პატარძალი” გამოსცა.

“მაკლუენის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო ‘მექანიკური პატარძალი, ანუ ინდუსტრიული ადამიანის ფოლკლორი’. 2010 წელს მაკლუენის ბიოგრაფმა დაგლას კოუპლენდმა მაკლუენს მსოფლიოს პირველი მეტაკრიტიკოსი უწოდა – იმდენად, რამდენადაც იგი პირველი იყო, ვინც მედიის ფორმისა და მნიშვნელობის ანალიზი ამგვარი შკალით მოახდინა. თუმცა კრიტიკა მაკლუენის თვითმიზანი არ ყოფილა, მას სურდა ილუსტრაციების მიერ წარმოქმნილი ფასადების გარღვევა და მათ მიღმა არსებული სტრატეგიის დანახვა და ანალიზი, სტრატეგიისაა, რომელიც, მისი აზრით, დიდ გავლენას ახდენდა საჯარო, კოლექტიურ აზროვნებაზე. მსგავსად ევროპელი კლასიკოსი ისტორიკოსებისა, მაგალითად, იაკობ ბურკჰარდტის ან იოჰან ჰუიზინგასი, მაკლუენმა მიზნად ცაიტგაისტის, ანუ ეპოქის სულის, დატყვევება განიზრახა და, ასევე მსგავსად ბურკჰარდტისა, საკუთარი კვლევების ჰერმენევტიკული ჰორიზონტი უზომოდ გააფართოვა. ასე და ამგვარად, იგი იყენებდა მასალას ტელევიზიიდან, კომიქსებიდან, ბილბორდებიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან. ანალიზისათვის იგი ისეთ მასალასაც იყენებდა, რომელიც სხვებს მხოლოდ ვულგარული ხელოვნების ნიმუშებად მიაჩნდათ. შესაბამისად, მაკლუენმა შეძლო თავისი დროისათვის ახალი მედიის შესახებ ყველაზე ფართო კომენტარის გაკეთება,” ამბობს გრიგოლ გეგელია.

მაკლუენი თავისი განათლებითა და ცხოვრების წესით ბევრ რამეს უპირისპირდებოდა, პირველ რიგში – ოფიციალურ განათლებას, მიღებულ ავტორიტეტებს. იგი კლოუნი-ანალიტიკოსი იყო, ვინც ამაყობდა თვითგანათლებით, იმით, რომ არ იყო მიბმული რომელიმე აკადემიურ წრეზე და თავისუფალი იყო სტუდენტებთანაც და კოლეგებთანაც. ეს იყო უცნაური ერუდიციის მქონე შერეკილი, კალამბურების მოყვარული, ენამახვილი მოაზროვნე, რომელიც ვერ იტანდა, როცა ვინმე ძალიან მონდომებით და თანმიმდევრულობით არჩევდა მის იდეებს. იგი თავგზის აბნევის ოსტატი იყო, ისეთი, როგორიც დღეს ძალიან გვაკლია ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. მისთვის არ არსებობდა რაღაც გაქვავებული წარმოდგენები, დასრულებული იდეები. ერთხელ შესანიშნავად უპასუხა ერთ თავის მოწინააღმდეგეს პოლემიკისას: “არ მოგწონთ ჩემი ეს იდეები? სხვებიც მაქვს”.

ბევრის აზრით, მაკლუენი არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გავლენიანი მწერალი ან მეცნიერი ყოფილიყო. გავლენები, კომფორტი და აღიარება მას ფეხებზე ეკიდა, არადა, მის წინ დიდი შესაძლებლობები იყო გადაშლილი, საკმაოდ ბევრი მოსწავლე და მიმდევარი ჰყავდა საიმისოდ, რომ ე.წ. თავისი სკოლა შეექმნა, მემკვიდრეები დაეტოვებინა, მაგრამ მან ესეც ფეხებზე დაიკიდა და არც ის ადარდებდა, თუ როგორი სიხშირით გამოსცემდა წიგნებს. კვლავ გრიგოლ გეგელიას მოვუსმინოთ:

“უზომო პოპულარობის მოხვეჭასთან ერთად, ბევრი ფიქრობდა, რომ მაკლუენი მის მიერვე ფორმირებული იდეების ადვოკატი იყო – მაგალითად, ციფრული რევოლუციის ადვოკატი ან, თუნდაც, ‘გლობალური სოფლის’ ამაყი მოქალაქე; მაგრამ რეალურად მაკლუენი არასდროს ყოფილა რაიმეს ადვოკატი. მეტიც, მან თავად განაცხადა: ‘მე მტკიცედ ვეწინააღმდეგები ყველა ინოვაციასა და ცვლილებას. ყველაფერი, რის შესახებაც მე ვსაუბრობ, თითქმის ყოველთის იქნება ის, რასაც მე მტკიცედ ვეწინააღმდეგები’. დიდი წარმატების მიუხედავად, იგი ბოლომდე თვითკრიტიკული და უშუალო რჩებოდა, როგორც ეს ჩანს მისი მეგობრებისა და კოლეგების ჩანაწერებიდან. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ ვერ იტანდა საკუთარი ნაწერების კითხვას, ასევე ვერ იტანდა ტექნოლოგიას, არ ჰყავდა მანქანა, ტელევიზორი კი სარდაფში ედგა. 1979 წელს მას დამბლა დაეცა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის საერთოდ ვეღარ საუბრობდა. როგორც მისმა ყოფილმა კოლეგამ, რობერტ ლოგანმა, აღნიშნა, ‘ბეთჰოვენი დაყრუვდა, მაკლუენი კი დამუნჯდა’. და, მართლაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში სიტყვებით მოთამაშე ადამიანისათვის ისეთივე მძიმე უნდა ყოფილიყო დამუნჯება, როგორც ბეთჰოვენისათვის დაყრუება.”

მაკლუენის ყველაზე აქტიური პერიოდი 60-იანი წლები იყო. 1962 და 1964 წლებში მან თავისი ორი ყველაზე ცნობილი წიგნი გამოსცა: “გუტენბერგის გალაქტიკა” და “მედიის გაგება”.

საბჭოთა კავშირში მაკლუენს, რა თქმა უნდა, არავინ თარგმნიდა. სამაგიეროდ, ხშირად ახსენებდნენ და მისმა იდეებმა ბევრის გონება დაიპყრო. განსაკუთრებით ეს “გუტენბერგს” შეეხება, წიგნს, რომელსაც ზოგიერთი ცენტონსაც უწოდებდა, წინამორბედების იმდენი ციტატა იყო იქ თავმოყრილი. “გუტენბერგი” განსაკუთრებული წიგნია აზროვნების ისტორიაში – ეს არაა არც ჩვეულებრივი კვლევა, არც ფილოსოფიური ტრაქტატი, არამედ განსაკუთრებული სტილისტიკით დაწერილი უცნაური წიგნია, სადაც ყოველი ქვესათაური ერთ მოზრდილ აბზაცს, ან წინადადებას იტევს, როგორც აღორძინების პროზაში, და არსებითად გარკვეულ აზრს გამოხატავს, უფრო ზუსტად, ეს არის აფორიზმი ან იდეა, რომელიც შემდეგ ტექსტში განივრცობა.

მაგალითად, იქ არის თავები, ასეთი სათაურებით: “წიგნის ბეჭდვამ ნაციონალური ენები მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებად აქცია, ჩაკეტილ სისტემებად, რითაც თანამედროვე ნაციონალიზმს დაუდო სათავე, ნაციონალიზმს, როგორც მაცენტრალიზებელ ძალას”; “ინდივიდუალური მე-ს განვითარებას ჰომეროსის გმირი ფსიქიკური ცხოვრების რღვევამდე მიჰყავს”; “პრიმიტივიზმი უმეტესწილად ვულგარულ კლიშედ იქცა თანამედროვე ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებაში”.

კინოს მოყვარულებს ერთ სასაცილო ეპიზოდს გავახსენებ ვუდი ალენის 1977 წელს გადაღებული შესანიშნავი ფილმიდან “ენი ჰოლი” (http://www.youtube.com/watch?v=OpIYz8tfGjY), სადაც მთავარი გმირი, რომელსაც ვუდი ალენი თამაშობს, ვიღაც აბეზარი ინტელექტუალის გასაშავებლად თავად მარშალ მაკლუენს გამოაძრობს საიდანღაც, ხელკავით გამოიყვანს და სიტყვას მისცემს იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ტიპი მაკლუენის აზრზე არაა.

Read Full Post »

%d bloggers like this: